|
2018-12-26 19:00:52, 1870 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძე: დღეს მივაღწიეთ იმას, რომ 2019 წელი ჩინჩალაძის წელი არ იქნება
„ჩვენ დღეს მივაღწიეთ იმას, რომ 2019 წელი ჩინჩალაძის წელი არ იქნება“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა. დოლიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატის დამტკიცების საკითხის საგაზაფხულო სესიისთვის გადადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წარდგენილი კანდიდატები არ იმსახურებენ უზენაეს სასამართლოში მანდატებს. „ჩვენ დღეს მივაღწიეთ იმას, რომ 2019 წელი ჩინჩალაძის წელი არ იქნება, ამ შედეგს განვიხილავ, როგორც პროცესის შეჩერებას, სიაში შემავალი კანდიდატები არ იმსახურებენ ამ მანდატს, პირველ რიგში, საუბარია, რა თქმა უნდა, მიხეილ ჩინჩალაძეზე. გაზაფხულზე გადატანა დიდ საზოგადოებრივ დისკუსიას და მსჯელობას მოიტანს, ქართველი ხალხი იტყვის თავის სიტყვას და ეს არ მოხდება საახალწლო სუფრასთან, როგორც ახლა აპირებდნენ. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ თუ ეს ქვეყანა იქნება დემოკრატია, ჩვენ შესაბამისი მანდატების, შესაბამისი კალიბრის იურისტები გვეყოლებიან უზენაეს სასამართლოში“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)