|
2018-12-26 13:57:02, 1028 ნახვა
საზოგადოება
მაჩალიკაშვილების ოჯახი და ადვოკატები საპარლამენტო კომისიის შექმნას მოითხოვენ
პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი და მათი ადვოკატები პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ, - ამის შესახებ დღეს EMC-ის თანასწორობის პროგრამის დირექტორმა, თამთა მიქელაძემ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებთან - მალხაზ მაჩალიკაშვილთან და მედიკო მარგოშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იურისტის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე პირველადი საგამოძიებო მოქმედებები სუს-ის თანამშრომლებმა ჩაატარეს. ეს კი ეჭვს აჩენს, რომ მტკიცებულებების ნაწილი ფაბრიკაციულია ან მათი ნაწილი საერთოდ განადგურდა, რამაც გამოძიების პროცესი დააზიანა. ამასთან, თამთა მიქელაძის თქმით, მაჩალიკაშვილების ოჯახს არ აქვს დაზარალებულის სტატუსი. „დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ ერთი წელი გავიდა. საქმეზე გამოძიება პროკურატურამ ფორმალურად დაიწყო, თუმცა, მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ ვერ დავინახეთ, რომ მიმდინარე გამოძიება არის ეფექტური. გამოძიების საწყის ეტაპზევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაუშვა არსებითი შეცდომები, რამაც ჩვენ გადაგვიწურა იმედი, რომ გამოძიებას რაიმე შედეგი ექნებოდა. შემთხვევის ადგილზე ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებები სუს-მა და მისმა თანამშრომლებმა ამოიღეს და გვიჩნდება ეჭვი, რომ ამ მტკიცებულებების ნაწილი ფაბრიკაციაა ან საერთოდ განადგურდა, რამაც გამოძიების პროცესი არსებითად დააზიანა და პროკურატურის ამ საქმეში მონაწილეობა ფორმალური გახადა. ჩვენ ამ დრომდე არ გვაქვს წვდომა ძალიან მნიშვნელოვან საქმის მასალებზე, მათ შორის, იგივე სპეცრაზმელების ჩვენებაზე, სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და ამავდროულად ჩვენ არა გვაქვს დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე. თითქმის 5 თვეა, ველოდებით კომპლექსური ექსპერტიზის საბოლოო პასუხს, რომელსაც უნდა შეეფასებინა, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა თემირლან მაჩალიკაშვილი გასროლის მომენტში, თუმცა ეს პასუხებიც ჭიანურდება. ადგილზე ამოღებული ნივთები აჩვენებს, რომ თემირლანი იწვა, სავარაუდოდ, ყურსასმენი ეკეთა და ეძინა. იმის გამო, რომ შეჭრა და გასროლა მყისიერად განხორციელდა, გაფრთხილებას ადგილი არ ჰქონია. ვამტკიცებთ, რომ ამ საქმეში ძალის გამოყენება არ აკმაყოფილებდა აუცილებლობის და პროპორციულობის სტანდარტს. იმის გამო, რომ ვერანაირი სამართლებრივი შედეგი ვერ ვნახეთ, ჩვენ დღეს პოლიტიკური ელემენტის შემოტანას ვითხოვთ. ჩვენ მივმართავთ პარლამენტის ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, მათ შორის უმრავლესობას და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს. ვითხოვთ საკონსულტაციო შეხვედრებს დროულად, რათა ოჯახსა და ადვოკატებს, ასევე ადგილობრივი თემის ლიდერებს შეხვდნენ. ჩვენ გავუზიარებთ ჩვენს კრიტიკას და ვთხოვთ საგამოძიებო კომისიის შექმნას“, - განაცხადა ადვოკატმა.
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
საქართველო შეიძლება, დარჩეს ერთადერთ ქვეყანად, რომელიც სრულად იქნება კონტროლირებადი რუსეთის მიერ - ჟალიმასი
მესი ოლეგ სალენკოს შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)