|
2015-06-15 20:56:03, 3915 ნახვა
Lifestyle
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას: ჩანს თქვენი ძალისხმევა
„პატრიოთა ალიანსის“ აღმასრულებელი მდივანი ირმა ინაშვილი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ ხელისუფლებას ამხნევებს. "დიდიხანია კეთილი სიტყვა არ მითქვამს ხელისუფლებაზე. იმ ნაწილში, რაშიც მე მათ ვედავები, ამ კეთილ სიტყვას ნამდვილად არ იმსახურებენ და დღეს არ მინდა ამ თემაზე არც წერა და არც საუბარი. სტიქიის პირველივე წუთებიდან გარეთ, ქუჩაში ვიყავი და საკუთარი თვალით ვუყურებდი, რაც ხდებოდა... როგორ მოქმედებდნენ სამაშველო და საპატრულო სამსახურები, სასწრაფო დახმარება, თვითონ პრემიერი, თბილისის მერი და სხვა მინისტრები. ყველა ეს ადამიანი მინდა გავამხნევო და ვუთხრა: ჩანს თქვენი გულწრფელობა. ჩანს თქვენი ძალისხმევა. 13 ივნისის ტრაგედია მაგალითია დიდი სოლიდარობის. როცა დიდი განსაცდელი გვაქვს, არც პარტია მაინტერესებს და არც ოპოზიციური ფლანგი... ჩემი ქვეყნის გვერდით ვართ",- წერს ირმა ინაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)