10:58 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-24 17:20:23, 1274 ნახვა

საზოგადოება
სერგეენკო გრიპის ვირუსზე - საჭიროების შემთხვევაში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ

„ეპიდემიაზე საუბარი არ არის. როგორც წინა წლებში, არის გაზრდილი რაოდენობა ავადობის, შესაბამისად, გაიზარდა სასაწრაფო დახმარებების გამოძახების რაოდენობა“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, H1N1ვირუსთან (ე.წ ღორის გრიპი) დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ, ოჯახის ექიმები კი, ავტომობილებით იქნებიან უზრუნველყოფილი.

ამასთან, მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, სიმპტომების შემთხვევაში ექიმს დროულად მიმართონ.

„ჩვენ გვაქვს გაწერილი, სამი წლის წინ შექმნილი პროტოკოლი, რომლითაც ამის მონიტორინგს ვახდენთ და საჭიროების შემთხვევაში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს გადავიყვანთ 24-საათიან რეჟიმში და უზრუნველყოფას გავუკეთებთ ავტომობილებით ოჯახის ექიმებს. თუმცა, მოსახლეობას მინდა მივმართო, რომ თუკი სწრაფად ვითარდება სიმპტომები, არის მაღალი ტემპერატურა, აუცილებელია, რომ არა თვითმკურნალობას, არამედ ექიმს მიმართონ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, აჭარაში დღეს გრიპის ვირუსით, 53 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც ექიმებმა აღნიშნეს, პაციენტს გრიპის ვირუსის გართულებული ფორმა ჰქონდა. შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურებულია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Bloomberg: ტრამპმა შეწყვიტა რუსეთის ბრძოლის ველზე გამარჯვების რწმენა
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ
FT: ევროკავშირი რუსეთის მიერ იმპორტის აკრძალვის შემდეგ სომხეთისთვის საგანგებო სავაჭრო დახმარების ზომებს ამზადებს
„დიდი შვიდეულის“ კომუნიკე - უნდა უზრუნველვყოთ, რომ ირანმა არასდროს შექმნას ბირთვული იარაღი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics