|
2018-12-24 14:08:06, 1356 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის კენჭისყრაში ენმ მონაწილეობას არ მიიღებს
ცესკო-ს თავმჯდომარის ასარჩევ კენჭისყრაში მონაწილეობას საარჩევნო ადმინისტრაციის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი არ მიიღებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ცესკოს წევრმა დავით კირთაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება თამარ ჟვანიას მეორე ვადით თანამდებობაზე დატოვებს. „ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარეობს პროცესი, რომელიც ხელისუფლებას უკვე გადაწყვეტილი აქვს თუ ვინ უნდა გახდეს ცესკო-ს თავმჯდომარე. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ფორმალობა, არანაირი კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან. მე როგორც კომისიის ერთ-ერთმა წევრმა მივიღე გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ ფარსში არ მივიღო მონაწილეობა. როდესაც ხელისუფლება აყალბებდა არჩევნებს, ცესკო-ს არათუ რეაგირება მოუხდენია, არამედ, პირიქით, აღნიშნული გაყალბების პროცესში იყო ჩართული და შესაბამისად, ამ ადმინისტრაციის მიერ ხელშეწყობილმა პრეზიდენტმა დაუბრუნა ხარკი ასევე თავმჯდომარეს და წარმოადგინა უკან, რომელიც სავარაუდოდ, დღეს 14:00 საათზე იქნება არჩეული“, - განაცხადა დავით კირთაძემ. ფარული კენჭისყრა დღეს 14:00 საათისთვის დაიწყება. ჟვანიასთან ერთად კენჭს ასევე იყრიან ვლადიმერ ბოჟაძე და მარიამ შელეგია.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)