|
2018-12-22 19:44:00, 3408 ნახვა
საზოგადოება
„ექსპრესნიუსი“ Expressnews.ge-ს უჩივლებს
პლაგიატისა და სახელის უკანონო მითვისების გამო, ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსი“, სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. რამდენიმე დღის წინ, ვებ-სივრცეში, გამოჩნდა პლაგიატი Expressnews.ge, რომლის ბმულებიც „რადიო თავისუფლების“ ვებ-გვერდზე გადადის. დომენის რეგისტრატორია, შპს - Online Analytics Systems, რომელიც დაარეგისტრირა მოქალაქე ვლადისლავ შოუამ. ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსი“ 2009 წლიდან ქართულ მედია-ბაზარზე მოღვაწეობს. მედია-ბრენდ „ექსპრესნიუსი“ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაშია დარეგისტრირებული. ახლად გამოსული პლაგიატი Expressnews.ge არღვევს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონს. აღნიშნულიდან გამომდიანარე, ახალი ამბების სააგეტო „ექსპრესნიუსის“ მენეჯმენტი, მიმართავს, registration.ge-ს შეაჩეროს საავტორო უფლებების დარღვევის აშკარა ფაქტი. გარდა ამისა, მენეჯმენტი აპირებს უახლოეს დღეებში მიმართოს სასამართლოს, საავტორო უფლებების დარღვევის და ბრენდის უკანონო მითვისების ფაქტზე. ამასთან, რედაქცია მოუწოდებს „რადიო თავისუფლებას“ გაარკვიოს, ვინ სარგებლობს მათი ინტელექტუალური ნაშრომით და რა კავშირი აქვს „რადიო თავისუფლების“ ქართულ ბიუროს Expressnews.ge-სთან. გარდა ამისა, სააგენტო „ექსპრესნიუსის“ მენეჯმენტი არ გამორიცხავს სარჩელით პროკურატურას მიმართოს. ცნობისთვის, „ექსპრესნიუსი“ — ახალი ამბების სააგენტო, რომელიც დაარსდა თბილისში, 2009 წლის 15 მაისს. სააგენტო თანამშრომლობს ქართულ მედიასაშუალებებთან (ტელევიზიები, რადიოები, გაზეთები), ასევე რეგიონალურ მედიასთან. 2009 წლის ივლისში „ექსპრესნიუსმა“ ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას მიაღწია აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო „1news.az“-თან და სომხეთის საინფორმაციო სააგენტო „არმინფოსთან“, სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების სხვადასხვა მედია საშუალებასთან. ჰყავს კორესპონდენტები საქართველოს რეგიონებსა და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში. აერთიანებს რამდენიმე მედია-საიტს. „ექსპრესნიუსი“ არის ევროპის ახალი ამბების სააგენტოების წევრი, ასევე რამდენიმე ევროპული საინფორმაციო საშუალების ახალი ამბების მიმწოდებელი საქართველოდან. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპების ხელმომწერი.
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)