|
2018-12-22 15:16:48, 2114 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი - ენმ-ს მიერ გამოცხადებული ბოიკოტი საბაბია, რომ სხდომა გააცდინონ და ხელფასი არ დაექვითოთ
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოცხადებული ბოიკოტი საბაბია, რათა სხდომა გააცდინონ და ხელფასი არ დაექვითოთ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი რეგლამენტის ამოქმედებასთან ერთად, პარლამენტის წევრების დასწრება სასესიო მუშაობის დროს საგრძნობლად გაუმჯობესდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ საბაბს ეძებენ, სხდომებს არ დაესწრონ. ე.წ. ბოიკოტი, მხოლოდ საბაბია, რათა სხდომა გააცდინონ და ხელფასი არ დაექვითოთ. ეს უბრალოდ საბაბია და რეგლამენტის იმ ნორმის ასე გამოყენება სწორი არ არის, რომლითაც პოლიტიკური შეხედულების გამო შესაძლებელია პარლამენტის წევრმა, ან ფრაქციამ სხდომა გააცდინოს. ეს ასეც უნდა იყოს და კანონში უნდა ეწეროს, ეს ხვრელი არ არის, რადგან პოლიტიკური ორგანოა და პარლამენტის წევრს უნდა შეეძლოს, პროტესტის ნიშნად მუშაობაში მონაწილეობა არ მიიღოს და ამის გამო არ უნდა დაისაჯოს, მაგრამ რასთანაც გვაქვს საქმე? ეს არის არა პოლიტიკური ბოიკოტი, არამედ საბაბი, რომ ამ მუხლით თავიდან აიცილონ ხელფასის დაქვითვა, რაც ჩემი აზრით, ბოროტად გამოყენაა კანონში არსებული სწორი ჩანაწერების“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა. შეგახსნებთ, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობამ“ რიგგარეშე სესიას ბოიკოტი გამოუცხადა და არ დაესწრო.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)