11:00 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-22 14:06:17, 1575 ნახვა

სამართალი
შსს-მ დეკემბერში საგარეჯოში 3 ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ. კ., 1997 წელს დაბადებული გ. ქ. და 1979 წელს დაბადებულ რ. ვ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა რ.ვ. საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, „აკს"-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 29 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

ასევე, საგარეჯოს რაიონში, სოფელ თულარში დააკავეს მ.კ. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ „ტტ"-ს სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი და 6 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.

„სამართალდამცველებმა გ.ქ. საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში იმ დროს დააკავეს, როდესაც ნაცნობთან სტუმრად იმყოფებოდა. პირადი ჩხრეკისას ამოღებულია თვითნაკეთი ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 4 საბრძოლო ვაზნა.

გამოძიება რ.ვ.-ს და გ.ქ.-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების, ხოლო მ.კ.-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მე-3 და მე-4 ნაწილებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დღეიდან, უცხოელებს გიდებად, კურიერებად და ტაქსის მძღოლებად მუშაობა სრულიად ეკრძალებათ
დღეიდან საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება
გდდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
მიხეილ სააკაშვილი: პატრიარქის „არჩევნის“ სცენარი ლუბიანკაზე დიდი ხნის წინ დაიწერა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics