20:10 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-21 22:09:19, 1784 ნახვა

კომენტარი
გახარია - ძალიან გთხოვთ, საპარლამენტო კონტროლი ქვეყნის ინტერესებიდან გამოდიოდეს და არა ვიწრო პოლიტიკურიდან

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტში დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას, ოპოზიციური პარტიების დეპუტატებს მიმართა.

მინისტრმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებების განხილვის ნაცვლად, დეპუტატები მხოლოდ პოლიტიკური კონტექსტით ინტერესდებოდნენ. 

მან იმედი გამოთქვა, რომ საპარლამენტო კონტროლს დეპუტატები ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე განხორციელებენ.

 „ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სისტემა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს, ამ რეგიონში, ამ პირობებში ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მართლწესრიგზეა პასუხისმგებელი. იმის მაგივრად, რომ ჩვენ აქ გვქონდეს შინაარსობრივი დებატები-  რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ, ეს თქვენ არ გაინტერესებთ. ვერცერთი დაინტერესებული მზერა ვერ დავინახე, როდესაც ვსაუბრობ ისეთ პრინციპულად მნიშვნელოვან თემაზე, როგორიც არის ანაზღაურებადი სტაჟირება, მაგალითად რეგიონში გაზრდილი ახალგაზრდობისთვის, ან კრიმინალური პოლიციის, ან საგამოძიებო კომპონენტის. მე დღეს ვთქვი, რომ ვიწყებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, საგამოძიებო ნაწილში, პროკურატურის უფლებამოსილების საზედამხედველო ფუნქციის გამოძიებაზე და შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებს შორის უფლებამოსილების მკაფიო გაყოფაზე. თქვენ ეხლა ხომ წარმოგიდგენიათ რამდენად ფუნდამენტურ ცვლილებაზე ვსაუბრობ - ეს თქვენ არ გაინტერესებთ, თუმცა მე მესმის ძალიან კარგად, მესმის, რომ ვარ პარლამენტში, მესმის, რომ მიჭირავს პოლიტიკური თანამდებობა და მესმის რომ ვარ პოლიტიკურ დებატში. მე ვთვლი, რომ საპარლამენტო კონტროლი, განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებზე, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დემოკრატიის განვითარებისთვის. ძალიან გთხოვთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ პასუხისმგებლობას ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, ეს კონტროლი იყოს უფრო შინაარსობრივი, მიზანზე ორიენტირებული და რაც მთავარია ქვეყნის ინტერესებიდან გამოდიოდეს და არა ვიწრო პოლიტიკურიდან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics