|
2018-12-21 18:24:15, 1713 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი გახარიას - „ჩავაგდეთ კირკიტაძე და სხვებსაც ჩავაგდებთ“ - ამ ფრაზით გაყიდეთ საკუთარი პოლიტიკური არსი
„ჩავაგდეთ კირკიტაძე და სხვებსაც ჩავაგდებთ“ - ამ ფრაზით გაყიდეთ საკუთარი პოლიტიკური არსი“, - ამ კითხვით მიმართა ენმ-ს წევრმა, სალომე სამადაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას პარლამენტში, სადაც ის დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. სამადაშვილის შეფასებით, ყველაფერი რაც შს მინისტრმა ილაპარაკა არის ფუჭი ჰაერის რხევა. „ძალიან მოსაწყენი საყურებელი იყო, ბატონო გიორგი, ეს სპექტაკლი, რომელიც დადგით აქ, უმრავლესობის კოლეგებთან ერთად. ძალიან ეცადეთ, დიდხანს პასუხობდით შეკითხებს, რაღაცა ინტელექტუალური უპირატესობის დემონსტრირების მცდელობაც გქონდათ ოპოზიციაზე და შემდეგ, ერთი ფრაზით გაყიდეთ საკუთარი პოლიტიკური არსი და თქვენი პოლიტიკური გუნდის მსოფლმხედველობა - „ჩავაგდეთ კირკიტაძე და სხვებსაც ჩავაგდებთო“. ყველაფერი, რაც მანამდე თქვით არის ჰაერის რხევა და ახლა რასაც იტყვით, ისიც ასეთივე ფუჭი ჰაერის რხევაა. ამაში აისახება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური არსი და როგორც გაფუჭებული საათი, დღეში ერთხელ აჩვენებს ნამდვილ დროს, აი, სწორედ ასე, ამ ერთ ფრაზაში თქვენ დღეს ქართულ საზოგადოებას უთხარით სიმართლე“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)