|
2018-12-21 17:25:50, 1499 ნახვა
სამართალი
გახარია არჩევნების გაყალბების ვიდეო-კადრებზე - ცესკო-მ უკვე მიმართა პროკურატურას, უახლოეს დღეებში საქმე აღიძვრება
გიორგი გახარიამ პარლამენტის წევრის შეკითხვას უპასუხა, გავრცელებული ვიდეო-კადრების შესახებ, რომელიც არჩევნების დროს კომისიის წევრების მიერ ბიულეტენების ყუთში ჩაგდებას ეხებოდა. კითხვაზე, დაიწყო თუ არა გამოძიება, მინისტრმა უპასუხა, რომ ამ საკითხზე ცესკომ მიმართა პროკურატურას და დარწმუნებულია, რომ ის გამოძიებას უახლოეს მომავალში დაიწყებს. „ტელევიზიაში გაშვებული კადრები, როდესაც საარჩევნო პროცესის უხეში დარღვევა იყო ნაჩვენები და იქ უბრალოდ, ჩაყრის კადრები იყო. მეც და თქვენც კარგად ვიცით, რომ ცესკომ უკვე მიმართა პროკურატურას ამ თემასთან დაკავშირებით, ისევე როგორც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა პროკურატურას და დარწმუნებული ვარ უკვე თუ არ არის აღძრული საქმე უახლოეს დღეებში საქმე აღიძვრება და გამოძიება დაიწყება“, - განაცხადა გიორგი გახარია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)