20:10 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-21 15:32:33, 1545 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე გახარიას: თქვენი პოლიტიკით გულდაწყვეტილებმა, „ოცნების“ ოფისში ხალხი ბიტებით რომ ვცემოთ, ხომ დაგვაკავებთ?!

"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ იმ პირებმა, რომლებიც ოპოზიციის წარმომადგენლები სცემეს, ამ დრომდე დაკავებულები არ არიან.

კაპანაძის თქმით, ქვეყანაში შერჩევითი სამართალი მოქმედებს.

"მე რომ ავდგე ახლა, გულდაწყვეტილი "ქართული ოცნების" პოლიტიკით, ჩემი ძმა და კიდევ 5-6 ადამიანი ბეისბოლის ბიტებით შეიარაღებული წავიყვანო და მივადგე "ოცნების" ოფისს ქუთაისში ან სადმე სხვაგან, იქ მანქანა დავლეწო, ვცემო პარტიის წარმომადგენლები, დავასისხლიანო, რამდენიმე მოხვდეს საავადმყოფოში, ჩემი დაკავება ხომ უნდა მოხდეს?! თქვენი დუმილი ალბათ "კი"-ს ნიშნავს. ანუ ეს ადამიანები მინიმუმ დაკავებულები უნდა იყვნენ. ეს სწორიც იქნება და კანონის უზენაესობის პრინციპიდან გამომდინარე ამ კონტექსტში იქნებოდა მართალი. მითუმეტეს თქვენც განაცხადეთ, რომ პასუხი უნდა აგოს ყველამ განურჩევლივ მისი სტატუსისა. ოღონდ კითხვა მაქვს - თუ ეს ასე არის რატომ არ ვრცელდება იგივე მიდგომა იმ ადამიანების მიმართ რომლებმაც ზუსტად იგივე გააკეთეს ახალქალაქის შემთხევაში. მივიდნენ ბეისბოლის ბიტებით ოპოზიციის ოფისში ხალხს, დაასისხლიანეს, სცემეს, მანქანაც დააზიანეს და არც ერთი მათგანი დაკავებული არ არის. სად არის აქ კანონის უზენაესობა?! თუ კლასიკური შერჩევითი სამართალია ?!", - მიმართა კაპანაძემ შს მინისტრ გიორგი გახარიას, რომელსაც პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე უსმენენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics