|
2018-12-21 15:06:43, 1475 ნახვა
სამართალი
გიორგი გახარია: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორიტეტი ევროპაში არის საკმაოდ მაღალი
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვის გამოსვლისას საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, რომ წელს ქართველი და ევროპელი სამართლდამცველების თანამშრომლობის შედეგად დაკავებულია „ქურდული სამყაროს“ 14 წარმომადგენელი. „საერთაშორისო თანამშრომლობის ნაწილში მინდა მოგახსენოთ, რომ სხვადასხვა კომპონენტები, რომლებიც გაბნეული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებში შევქმენით საერთშორისო თანამშრომლობის ცენტრი, რომელიც შეიქმნა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ფარგლებში. აქ დღეის მდგომარეობით გაერთიანებულია ინტერპოლი, ევროპოლი, ატაშეების ინსტიტუტი და კიდევ ბევრი საერთაშორისო კომპონენტი და ამ ნაწილში მინდა გითხრათ, რომ შედეგები არის საკმაოდ მაღალი. დღეს ავტორიტეტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსი არის საკმაოდ მაღალი, განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებში. ევროპულ ქვეყნებში ჩვენი ატაშეები არიან აქტიურად წარმოდგენილი, მათ სერიოზული წვლილი მიუძღვით ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში. მინდა მოგახსენოთ, რომ ამ საერთაშორისო ოპერაციების შედეგად მხოლოდ ევროპაში დაკავებულია "ქურდული სამყაროს" 14 წარმომადგენელი. ეს სტატუსის მატარებელ ხალხზეა საუბარი“, - განაცხადა გახარია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)