09:54 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-21 13:52:58, 1450 ნახვა

სამართალი
გამსახურდიას გარდაცვალების გამოძიების ხანდაზმულობის ვადა 5 წლით გახანგრძლივდება

გამოსაძიებელი საქმის ხანდაზმულობის ვადა შესაძლოა, 5 წლით გახანგრძლივდეს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა. 

როგორც ბესელიამ განმარტა, აღნიშნულ ცვლილებას პარლამენტი დაჩქარებული წესით მიიღებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შეფასებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართვა იყო სწორი იმ აქცენტით, რომ პარლამენტმა საკანონმდებლო კუთხით არსებული შესაძლებლობები გამოიყენოს.

"შესაძლებელია ხანდაზმულობის ვადა გავზარდოთ 5 წლით, რაც შესაძლებელს გახდის, რომ ამ საქმეზე გამოძიება არ შეწყდეს ხანდაზმულობის მოტივით. მე ვფიქრობ, რომ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის გზა და მე პირადად მზად ვარ დავიწყო ამაზე მუშაობა. შემდეგი კვირისთვის შესაძლებელი იქნება ამის ინიცირება და მე დაველაპარაკებოდი კოლეგებს და იქნებ მოვახერხოთ და დაჩქარებული წესით მივიღოთ ეს ცვლილება, რომ მოესწროს. ეს არის ყველაზე მოკლე გზა, რომ ამ საქმეზე გამოძიება გაგრძელდეს",- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს თხოვნით მიმართა, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა გაგრძელდეს. 

შეგახსენებთ, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით მისმა შვილებმა შიმშილობა დაიწყეს. 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics