15:01 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-21 13:40:43, 1427 ნახვა

პოლიტიკა
ამერიკელი კონგრესმენი: საქართველოს მხარდამჭერი აქტი რუსეთს უგზავნის სიგნალს, ვის მხარეს ვართ ჩვენ

საქართველოს მხარდამჭერი აქტი სანქციებს უწესებს იმ ადამიანებს, რომლებმაც რუსეთის მიერ მიტაცებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებები დაარღვია, - ამის შესახებ კონგრესმენმა ტედ პომ აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ აქტზე საუბრისას განაცხადა. 

როგორც კონგრესმენმა განმარტა, დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„ამაყი ვარ, რომ კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი მიიღო. ეს აქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობას, ნათელს ხდის მთელი მსოფლიოსთვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთმა უნდა დატოვოს ორი ტერიტორია, რომელიც უკანონოდ აქვს ოკუპირებული. მეორე, ეს აქტი ადასტურებს, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები უცვლელია და ეხმარება საქართველოს უსაფრთხოებისა და სამხედრო დახმარების კუთხით. მესამე, დოკუმენტი მიუთითებს, რომ აშშ-ს სურს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება საქართველოსთან. დოკუმენტის მთავარი მიზანი ასევე არის, რომ უზრუნველყოს ჩვენი ურთიერთობების განვითარება. ეს აქტი სხვა რამესაც აკეთებს – სანქციებს უწესებს იმ ადამიანებს, რომლებმაც რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ორ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებები დაარღვია. ეს დოკუმენტი კარგია საქართველოსთვის და აშშ-სთვის და რუსეთს უგზავნის სიგნალს, ვის მხარეს ვართ ჩვენ“, - განაცხადა ტედ პომ.

 

ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics