|
2018-12-20 21:51:16, 3473 ნახვა
მსოფლიო
ე.წ. კანონიერ ქურდ რაჟდენ შულაიას აშშ-ში 45 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. კანონიერ ქურდს რაჟდენ შულაიას 45 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალბის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ მიიღო. აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკის პროკურატურა 65-წლიან პატიმრობას ითხოვდა. რაჟდენ შულაიას სამაგალითო ქცევის შემთხვევაში გამოტანილი სასჯელის 15%-ს შეუმცირებენ. ასეთ შემთხვევაში შულაია ციხეს 80 წლამდე ასაკში დატოვებს. ამის შემდეგ ის რუსეთში იქნება დეპორტირებული, საიდანაც ის 2010 წელს გაიქცა. 2017 წლის ივნისში ნიუ-იორკში რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს, რომლებსაც რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებოდათ ბრალი, მათ შორის 15 ქართველი იყო. დაკავებულ ქართველებს შორის, ე.წ. კანონიერი ქურდები: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, ერეკლე კერესელიძე, აკაკი უბილავა, ნაზო გაფრინდაშვილი, გიორგი ლომიშვილი და მამუკა ჩაგანავაც იყვნენ.გამოძიება მათ ქურდობაში, რეკეტში, მკვლელობაში, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობასა და იარაღის უკანონოდ ტარებაში ადანაშაულებდა. ნიუ-იორკის შტატის სასამართლომ რაჟდენ შულაია დამნაშავედ ცნო ხუთი მუხლით.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)