|
2018-12-20 18:41:32, 1449 ნახვა
სამართალი
დიდი ოდენობით თაღლითობაში ბრალდებულ ცოლ-ქმარს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე ბრალდებული ცოლ-ქმარი თ.ა და ი.რ. დამნაშავედ ცნო. უწყების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თ.ა.-მ და ი.რ.-მ წინასწარი განზრახვით, თაღლითობის მიზნით, ე.ხ.-ს, რომელსაც ბინის დაგირავება სურდა, მოტყუებით აჩვენეს მისთვის სასურველი ბინა და დაჰპირდნენ რომ 17000 აშშ დოლარად 2 წლით იპოთეკით დაუტვირთავდნენ. მას შემდეგ რაც დაზარალებულმა თანხა გადასცა, თ.ა.-მ და ი.რ.-მ იპოთეკით სულ სხვა, საცხოვრებლად უვარგისი ბინა დატვირთეს, რომლის საბაზრო ღირებულება გაცილებით ნაკლები იყო ე.ხ.-ს მიერ მათთვის გადაცემულ თანხაზე. „თ.ა.-ს და ი.რ.-ს 2018 წლის 12 მარტს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით (მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ). ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ თ.ა და ი.რ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და ორივეს სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)