|
2018-12-20 10:48:16, 1287 ნახვა
კომენტარი
უგულავა - კირკიტაძესთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებაა მიღებული კარგად ვხედავთ, პოლიციელი უფრო მეტია ვიდრე ხეები გარშემო
„რა გადაწყვეტილებაა მიღებული კარგად ვხედავთ, პოლიციელი უფრო მეტია ვიდრე ხეები გარშემო“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გურჯაანის სასამართლოსთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის მხარდამჭერ აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ქვეყანაში 800 000 ადამიანი მეორეხარისხოვანი მოქალაქეა. „წინასწარ უკვე რა გადაწყვეტილებაც არის მიღებული, ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ არ ჩაატარეს სასამართლო გუშინ და ატარებენ დღეს, ბავშვი არავინაა და ყველა ხვდება, რომ გადაწყვეტილება სასამართლოში არ მიიღება, გადაწყვეტილებას მიღებულია. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლება წამოვიდეს დიალოგზე გაიგონოს 900 ათასი ადამიანის ხმა და სიტუაციის დეესკალაციიდან და კრიზისიდან გამოვიდეთ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ თქვენი ხმა არაფერია, თქვენ უნდა დაგქსაქსოთ, თქვენ უნდა დაგიჭიროთ. ივანიშვილი გვეუბნება, რომ თქვენ ხართ მეორეხარისხოვანი მოქალაქეები, გვეუბნება, რომ ეს 800 ათასი ადამიანი არ არი ჩემი მოქალაქე. გადაწყვეტილებას იღებს, რომ გადაუაროს. აქ მხოლოდ დათოში არ არის საქმე, საქმე არის ძალიან მარტივად - ან ჩვენ 800 ათასი-900 ათასი ადამიანი ვიქნებით სრულფასოვანი მოქალაქეები და არავინ მოითმენს, ვიღაცამ გადაწყვიტოს, რომ ჩვენ ვართ მეორეხარისხოვანი მოქალაქეები. ამას არავინ აიტანს, ან წავა რადიკალიზაციისკენ, ან წავა დიალოგისკენ და დიალოგის ფორმა და შინაარსი არის ერთადერთი, პროპორციული არჩევნები და ხელისუფლება უნდა განსაზღვროს ხალხმა და არა ივანიშვილმა. ეს დღე ამიტომ არის მნიშვნელოვანი, არამარტო კონკრეტული დავით კირკიტაძის ბედი. კირკიტაძის ბედი მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ეს დღე შეიძლება გახდეს წყალგამყოფი. რა გადაწყვეტილებაა მიღებული კარგად ვხედავთ, პოლიციელი უფრო მეტია ვიდრე ხეები გარშემო“, - განაცხადა გიგი უგულავამ. შეგახსენებთ, გურჯაანის რაიონული სასამართლო დღეს დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. კირკიტაძის გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლოსთან დილიდან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რის გამოც ტერიტორიაზე სამართალდამცველთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული.
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)