|
2018-12-19 21:28:44, 1496 ნახვა
სამართალი
უვიზო მიმოსვლის გამოწვევების საპასუხოდ შსს-ს მიერ გაწეულ ღონისძიებებს ევროკომისია პოზიტიურად აფასებს
2018 წლის 19 დეკემბერს ევროკომისიამ ევროპარლამენტსა და საბჭოს წარუდგინა მეორე ანგარიში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდგომ არსებული მდგომარეობის შესახებ. ანგარიშში პოზიტიურად არის ასახული უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ არსებული გამოწვევების საპასუხოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები კერძოდ, რეადმისიის შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება, ისევე როგორც საქართველოს მიერ ოპერატიული კუთხით ევროკავშირის იმ ქვეყნებთან თანამშრომლობა, რომლებშიც განსაკუთრებით პრობლემატურია არალეგალური მიგრაცია საქართველოდან. ანგარიში დადებითად აფასებს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით მიღწეულ პროგრესს, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე. საპოლიციო თანამშრომლობის მიმართულებით ხაზგასმულია პოლიციის ატაშეების როლი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, Europol-თან თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული პროგრესი და საქართველოს მიერ Europol-ში მეკავშირე ოფიცრის წარგზავნის მნიშვნელობა, ასევე, დადებითად არის შეფასებული სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმებები (ან საერთაშორისო სამმართლებრივი ბაზა).
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)