|
2018-12-19 14:23:14, 1330 ნახვა
სამართალი
დავით კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს - ის მშრალ შიმშილობაზე გადადის
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, დავით კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. როგორც კირკიტაძის ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა ჟრნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. ამასთან, ადვოკატის თქმით, კირკიტაძე მშრალ შიმშილობაზე გადადის. "ბრალდების შინაარსში წერია შემდეგი, რომ ინაუგურაციაზე უცხოელი სტუმრებისა და უამრავი სტუმრის გამო პოლიციის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება გადაკეტილიყო კონკრეტული მაგისტრალი, რის გამოც მომიტინგეები და მათ შორის დავით კირკიტაძე არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და თავს დაესხა მაგისტრალზე განთავსებულ ავტობუსში მყოფ პოლიციელს და მიაყენა ხელის და ფეხის დარტყმით ფიზიკური დაზიანება. მისი განმარტებით ეს არის მის მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნა, იგი დღეიდან გადადის მშრალ შიმშილობაზე", - განაცხადა ადვოკატმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)