|
2018-12-19 12:54:41, 1456 ნახვა
კომენტარი
სამადაშვილი ბესელიაზე: საკუთარ თანაგუნდელებს ეუხერხულებათ რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას ეხმაურება და აცხადებს, რომ მასთან მუშაობის სურვილი არ აქვს. სამადაშვილის შეფასებით, ბესელია "ქართული პარლამენტარიზმის სირცხვილია". „ქალბატონი ბესელია იმდენად ოდიოზურ ფიგურად ჩამოყალიბდა ქართულ პოლიტიკაში, რომ მის საკუთარ თანაგუნდელებს ეუხერხულებათ ის, რომ ის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეა და ფაქტობრივად ვიცით, რომ მიდის მცდელობა, რომ ის ამ პოსტიდან გადააყენონ იმიტომ, რომ ეკა ბესელია არის დღეს ქვეყანაში კორუფციის, არაკომპეტენტურობის, უვიცობის, თავხედობის და ყაჩაღობის ეკვივალენტი, ასეთი რეპუტაცია აქვს მას. რა თქმა უნდა, ზოგიერთი კანონი მან უკეთესად იცის, ვიდრე მე, მაგალითად, საკუთარ დედას, რომ გვარი უნდა გამოუცვალო, რომ ნაყაჩაღარი ქონება გადამალო, ეს მან კარგად მოიფიქრა. ვფიქრობ, რომ ეკა ბესელია არის სირცხვილი ქართული პარლამენტარიზმის, სირცხვილი არის ქართველი ხალხის, რომ ის საქართველოს პარლამენტის წევრია და მე არანაირი სურვილი არ მაქვს, კომიტეტში გავაგრძელო მუშაობა, რომელსაც ის ხელმძღვანელობს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. ცნობისთვის, დაპირისპირება ორ პოლიტიკოსს შორის გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაიწყო. დაპირისპირების მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილისა და „ევროპული საქართველოს წევრის, ოთარ კახიძის განცხადებები იყო, რომლებიც 16 დეკემბერს კახეთში განვითარებულ მოველენებს და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის დაკავებას ეხებოდა. კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ დეპუტატებს მოუწოდა, მხოლოდ პროცედურაზე ესაუბრათ და განმარტა, რომ ის საკითხები, რომლებიც მათ გააჟღერეს დღის წესრიგში არ იყო. მოგვიანებით სალომე სამადაშვილმა გადაწყვიტა იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაეტოვა და ბიუროს სხვა კომიტეტში გადაყვანის შესახებ მიმართა. დღეს ეკა ბესელიამ ოპონენტს Facebook-ის საკუთარ გვერდზე უპასუხა: "სალომე სამადაშვილი როგორც ელჩი - იყო ქვეყნისთვის საზიანო და უმაქნისი, როგორც იურიდიული კომიტეტის წევრი უსაქმური და კანონების არმცოდნე".
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)