|
2018-12-19 12:44:09, 1306 ნახვა
სამართალი
მეზვრიშვილი ველისციხის ინციდენტზე: ვაკავებთ ყველა ადამიანს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა
„დაკავებულთა წრე გაფართოვდება იმდენად, რამდენადაც ამის შესაძლებლობას კონკრეტული საქმის მასალები მოგვცემს“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, ველისციხეში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს და დაისჯება ყველა პირი, ვისი დანაშაულიც გამოიკვეთება. „დაკავებულთა წრე გაფართოვდება იმდენად, რამდენადაც ამის შესაძლებლობას კონკრეტული საქმის მასალები მოგვცემს. სისხლის სამართლის წესით ბატონი კირკიტაძე დაკავებულია. მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი პირი, რომელიც თავდასხმაში იღებდა მონაწილეობას დაკავებულია. დაკავებულია ასევე ოპოზიციის წარმომადგენელზე თავდასხმისთვის ორი პირი. საზოგადოებამ კარგად იხილა ბატონი კირკიტაძის ქმედებები, ახლა ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეს შეიძლება ამ ლოგიკით დავუდოთ პოლიტიკური სარჩული. სამინისტროს მიკერძოებულობაზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ ვაკავებთ ყველა ადამიანს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, გაერთიანებული ოპოზოცია აქციის გამართვას გეგმავდა, თუმცა მათ სოფელ ველისციხიდან თელავისკენ გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა. შსს-ს ინფორმაციით, დავით კირკიტაძე ველისციხეში გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)