2018-12-18 18:13:13, 1308 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდში მესტიის მიმართულებით გადაადგილება შემოვლითი გზით განხორციელდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზუგდიდში წყალარინების ქსელის მშენებლობის სამუშაოების წარმოებისთვის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ0-კმ2 მონაკვეთი 45 დღის განმავლობაში ჩაიკეტება.
სამუშაოების წარმოების პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შემოვლით გზაზე გადაერთვება და ავტოტრანსპორტი მესტიის მიმართულებით და უკან იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 333-ე კმ-დან ჭავჭავაძის ქუჩის გამოყენებით.
დროის ამ პერიოდში, ავტოტარნსპორტის გადაადგილება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.
ავტორი: ,