|
2018-12-18 16:08:09, 1169 ნახვა
კომენტარი
ჰარცელი: მნიშვნელოვანია, რომ გამოხატვის უფლება დაცული იყოს და ამ უფლებით სარგებლობა იყოს მშვიდობიანი
საქართველოში ევროოკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი 16 დეკემბერს, კახეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გამოხატვის უფლება დაცული უნდა იყოს. ამასთან, ელჩის შეფასებით, ამ უფლებით სარგებლობა მშვიდობიანი უნდა იყოს. „მნიშვნელოვანია, რომ გამოხატვის უფლება დაცული იყოს და ამავდროულად, გამოხატვის უფლებით სარგებლობა იყოს მშვიდობიანი. ეს არის ის, რასაც მომავალში ორივე მხარისგან ველოდებით. ადრეც განვაცხადე, რომ ჩვენი სურვილია, შეიკრიბოს ორივე მხარე და დაიწყონ მოძიება თუ რა გაკვეთილი ისწავლეს საპრეზიდენტო არჩევნებიდან გამომდინარე. ასევე, მნიშვნელოვანია გამოვლენილი ხარვეზებიც მოგვარდეს. ევროკავშირი აქ არის იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ამ პროცესს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მოვლენები მომავალში სწორედ ასე განვითარდება", - აღნიშნა კარლ ჰარცელმა. ცნობისთვის, 16 დეკემბერს გურჯაანში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, თელავის მიმართულებით გზა გადაკეტილი აქვთ და აქციის მონაწილეებს თელავში ჩასვლა ყვარლის გავლით შესთავაზეს, რაზეც მათგან უარი მიიღეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოლიციის კორდონის გარღვევა რამდენჯერმე სცადეს. შსს-ს ინფორმაციით, მათ საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა დააზიანეს. ამასთან, დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის 10 სამართალდამცველი. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 353-ე მუხლით დაიწყო. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში ოპოზციის ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე დააკავეს.
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)