15:01 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-18 15:43:53, 1573 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია სომეხ კოლეგას მასპინძლობს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის ხელმძღვანელი, ვალერი ოსიპიანი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

ვალერი ოსიპიანი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მინისტრმა კოლეგას სამინისტროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.

"ორგანიზებული დანაშაული არის ის გამოწვევა, რომელზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ და მიუხედავად იმ წინააღმდეგობებისა, რომლებიც განსაკუთრებით ამ საზღვრისპირა ზონებში გვაქვს, უკვე დავსახეთ კონკრეტული გეგმა იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, მომსახურების სააგენტო და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი დაათვალიერეს. დაგეგმილია სტუმრობა "112"-სა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის რაიონულ სამმართველოში. დელეგაციის წევრები აღნიშნული დანაყოფების მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნობიან.

"ჩვენ ქვეყანაში ამჟამად მიმდინარეობს პოლიციის რეფორმა და ჩვენ დავინტერესდით საქართველოს საპატრულო სამსახურის საქმიანობით. გვინდა, გამოვიყენოთ საქართველოს საპატრულო სამსახურის მოდელი ჩვენ ქვეყანაში. ჩემი მოადგილე რამდენიმე თვის წინ ეწვია საქართველოს და უკვე აქტიურად მიმდინარეობს საპატრულო საგუშაგო სამსახურის და საგზაო პოლიციის გაერთიანების პროცესი. 2019 წელს ჩვენ უკვე ჩამოყალიბებული გვექნება ახალი საპატრულო სამსახური", - განაცხადა ვალერი ოსიპიანმა.

სომხეთის დელეგაცია საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics