|
2018-12-18 14:34:24, 3461 ნახვა
სამართალი
ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლომ ყველა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები: ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამანაშავედ სცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით: კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროსს, ზაზა ბაქრაძეს სასჯელის სახით პირობითი მსჯავრი 4 წლის და 6 თვის წლის ვადით განესაზღვრა, ასევე ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. გურამ დონაძეს 5 წლით და 3 თვით ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, და მას 2 წლით და 3 თვით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. დავით იაშვილს 5 წლით 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვით აეკრძალა. ზურა მიქაძეს 6 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთამიესაჯა და თანამდებობას 2 წლით და 3 თვით ვერ დაიკავებს. ირაკლი ფირცხალავას 5 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა, და 2.3 წლით თანამდებობას ვერ დაიკავებს. გურამ დონაძე, დავით იაშვილი და ზურაბ მიქაძე დარბაზშივე დააკავეს სასამართლოს მანდატურებმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)