07:56 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-18 13:49:56, 1266 ნახვა

საზოგადოება
კირკიტაძის სასამართლო პროცესის პარალელურად ოპოზიცია აქციას გამართავს

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესის პარალელურად ოპოზიცია თელავში აქციას გამართავს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა. 

დაკავებული ოპოზიციონერის საქმეზე სასამართლო სხდომა სავარაუდოდ ხვალ გაიმართება.

გიორგი ბარამიძე მიიჩნევს, რომ აქციაში მონაწილეობას ბევრი ადამიანი მოისურვებს.

"მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე მოინდომებს და ეს ბუნებრივიცაა - დავით კირკიტაძის უკანონო დაკავების გაპროტესტებას და ყველა ვარიანტში, სადაც იქნება სასამართლო პროცესი და როცა იქნება, გვექნება ასევე მშვიდობიანი მანიფესტაცია. მთავარი ის არის, რომ ჩვენი ბრძოლა კი არის პრინციპული და შესაძლოა ვიღაცისთვის მწვავედაც გამოიყურება, მაგრამ ეს არის ყოველთვის მშვიდობიანი. ჩვენი ბრძოლა იყო, არის და იქნება მშვიდობიანი. ხელისუფლებასაც ამას ვეუბნებით, რომ ნუ ეშინიათ", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics