|
2018-12-18 13:05:08, 2348 ნახვა
სამხედრო
სამხედრო პოლიციამ საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურის შესაძლო გადაცდომის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურის ე.ბ.-ის მიერ, ამავე ცენტრის რეკრუტ დ.ბ-ის მიმართ შესაძლო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით 2018 წლის 17 დეკემბერს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნულ საკითხზე განმარტება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ირაკლი ბაზერაშვილმა გააკეთა. სამხედრო მოსამსახურის შეურაცხყოფა ხელქვეითის მიერ უფროსის ან უფროსის მიერ ხელქვეითის შეურაცხყოფა სამხედრო სამსახურის მოვალეობის შესრულებისას ან მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, - ისჯება სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ერთ წლამდე. ბაზერაშვილის განცხადებით, გამოძიების პროცესში თუ დადასტურდა რომელიმე მხარის, მათ შორის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ბრალეულობა, ჩვენს მიერ გატარდება ადექვატური და კანონშესაბამისი რეაგირება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)