|
2018-12-18 11:57:21, 1183 ნახვა
სამართალი
ლომჯარია: აქციის მონაწილეების ქმედებებიც გასცდა მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს, თუმცა მნიშვნელოვანია, გამოძიება იყოს ობიექტური
„ვფიქრობ, აქციის მონაწილეების ქმედებებიც გასცდა მშვიდობიანი გამოხატვის და შეკრების ფორმებს, თუმცა მნიშვნელოვანია, გამოძიება არ იყოს მხოლოდ ცალმხრივი“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 16 დეკემბერს, ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სახალხო დამცველის აპარატი საკითხს სწავლობს, რათა დადგინდეს, ვისი მხრიდან ჰქონდა ადგილი გადაცდომას. „მე ვფიქრობ, რომ ორი დღის წინანდელ აქციაზე იყო გარკვეული დარღვევები, გარკვეულ შემთხვევებში, მათ შორის აქციის მონაწილეების ქმედებებიც გასცდა მშვიდობიანი გამოხატვის და შეკრების ფორმებს და ფარგლებს, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა იყოს წარმოებული ობიექტური, მიუკერძოებელი გამოძიება. ჩვენ ვსწავლობთ მასალებს, რომ დავადგინოთ ვისი მხრიდან ჰქონდა გადაცდომას ადგილი. მათ შორის როგორ შეასრულეს ფუნქცია პოლიციელებმა, ხომ არ ჰქონდა ადგილი ძალის გადამეტებას და ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება მოსაზრებები და ასეთ დელიკატურ ვითარებაში რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება არ იყოს მხოლოდ ცალმხრივი და იყოს სრულყოფილი“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)