|
2018-12-18 11:33:52, 5587 ნახვა
კულტურა
„კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეში“
18-24 დეკემბერს, პროექტის - „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეში“ ფარგლებში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში (მის: რუსთაველის 3) ოთხი კონცერტია დაგეგმილი. პროექტი კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ასევე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან პატნიორობით ხორციელდება. 18 დეკემბერს, კონცერტების ციკლს თბილისის გოგონათა გუნდის (ხელმძღვანელი ომარ ბურდული) მონაწილეობით ცნობილი სოპრანო ამერიკის შეერთებული შტატებიდან -ტიფანი აბანი გახსნის. შესრულდება ე.წ. საშობაო მუსიკალური პროგრამა. 20 დეკემბერს ტრიო „გაონი“ მიუნჰენიდან ქართველ მსმენელს კამერული მუსიკის კონცერტს შესთავაზებს. 22 დეკემბერს კი, გაიმართება საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი ამერიკელი პიანისტის ენდრიუ ტაისონის მონაწილეობით - პიანისტი არაერთი საერთაშორისო მუსიკალური ჯილდოს მფლობელი და კონკურსის ლაურეატი, მათ შორის, 2015 წელს, გეზა ანდას სახელობის (შვეიცარია) პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. პროექტი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ეძღვნება, სწორედ ამიტომ, ციკლის ბოლო, მეოთხე კონცერტი 24 დეკემბერს საბჭოთა ოკუპაციის დარბაზში ჩატარდება. კონცერტში მონაწილეობენ ახალგაზრდა ქართველი მევიოლინე, ვენიავსკის სახელობის (ვარშავა) მევიოლინეთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ვერიკო ჭუმბურიძე და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)