18:58 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-17 20:39:28, 1204 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე: საპარლამეტო მოდელი არის საუკეთესო საქართველოსთვის განვითარების ამ ეტაპზე

საპარლამეტო მოდელი არის საუკეთესო საქართველოსთვის განვითარების ამ ეტაპზე, იმ გამოწვევების გასამკლავებლად, რის წინაშეც ჩვენ ვდგავართ",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქზე" პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბევრი რეფორმაა გასატარებელი და შესაბამისად, მთავრობას, პარლამენტს და სამოქალაქო სექტორს შორის აქტიური კომუნიკაცია უნდა იყოს იმის წინაპირობა, რომ ქვეყანა კიდევ უფრო წარმატებული იყოს რეფორმების დანერგვაში.

„ახალი კონსტიტუცია ნიშნავს მართლაც ახალ ფურცელს ნებისმიერი ქვეყნის ისტორიაში. მე ვფიქრობ, რომ საპარლამეტო მოდელი არის საუკეთესო მოდელი საქართველოსთვის განვითარების ამ ეტაპზე, იმ გამოწვევების წინაშე, რის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. ჩვენი ყველა მეგობარი ქვეყანა იწონებს იმ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გადავიდა საპარლამენტო დემოკრატიის საფუძვლებზე. აქედან გამომდინარე, ის საუბრებიც, რომ რამდენად შეესაბამება ჩვენი ახალი კონსტიტუციური მოდელი იმ რეალობას, რაშიც ჩვენ ვდგავართ, ესეც მინდა გითხრათ, რომ ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია.  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის როლი გაიზრდება ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენ წინ გვაქვს ძალიან ბევრი რეფორმა გასატარებელი და შესაბამისად, მთავრობას, პარლამენტს და სამოქალაქო სექტორს შორის აქტიური კომუნიკაცია უნდა იყოს იმის წინაპირობა, რომ ჩვენ კიდევ უფრო წარმატებული უნდა ვიყოთ რეფორმების დანერგვაში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics