|
2018-12-17 17:54:47, 1497 ნახვა
სამართალი
დავით კირკიტაძე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დააკავეს
კახეთში, გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე კახეთის გზაზე დააკავეს. ის კახეთში ოპოზიციის ლიდერებთან ერთად დაშავებული აქტივისტის სანახავად იყო ჩასული. „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ნიკა მელია და დავით კირკიტაძეს დაყვებოდა სუს-ის მანქანა, რომელშიც მსხდომებმა თავდაპირველად უარყვეს, რომ ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები იყვნენ, თუმცა შემდეგ ამ მანქანიდან გადმოვიდნენ და დავით კირკიტაძე წაიყვანეს. ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის ამ დროისთვის უცნობია თუ სად არის გადაყვანილი კირკიტაძე. როგორც ცნობილია, შს სამინისტრომ გამოძიება 353-ე პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას გულისხობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)