13:44 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-17 16:42:14, 1388 ნახვა

პოლიტიკა
ლავროვი საქართველო-ნატო-ს ურთიერთობებზე: რას მთავაზობთ? გავგუდოთ საქართველო? - მომხრეებს დავკარგავთ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ საქართველოსთან კავშირების გაწყვეტა დაუშვებელია.

როგორც ლავროვმა „კომსომოლსკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთთან ურთიერთობის მომხრეა. 

კითხვაზე - რატომ არ იყენებს რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკურ ბერკეტებს, მინისტრის განმარტებით, ეს საქართველოში რუსეთთან ურთიერთობის მომხრეთა რაოდენობას შეამცირებს. 

„თავიდან დაინიშნა საქართველოსთან ჩარტერული რეისები, შემდეგ- რეგულარული. შემდეგ რეისების რაოდენობა გაიზარდა. ხალხი ამ რეისებით სარგებლობს. თვითმფრინავები სავსეა ტურისტებით. გვაქვს სავაჭრო ურთიერთობა. მგონი საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორი ვართ. რეგულარულად ტარდება ღონისძიებები სამოქალაქო საზოგადოების ხაზით. ხალხი ერთმანეთს ხვდება, საუბრობს. წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი რომ ჩავშალოთ. ბაზებს იქ მაინც ააშენებენ, ბატალიონებსაც მოამზადებენ და ბიოლაბორატორიაც იმუშავებს. რას მთავაზობთ? გავგუდოთ საქართველო? საქართველოს მოსახლეობის 40 პროცენტი რუსეთთან ურთიერთობის მომხრეა. თუ ამ კავშირებს გავწყვეტთ, მათი რაოდენობა 40-დან 2 პროცენტამდე ჩამოვა“, - განმარტავს ლავროვი.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics