07:05 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-17 16:03:26, 928 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემაში (SICA) ექსტრა რეგიონალური დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემაში (SICA) ექსტრა რეგიონალური  დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა, რაც ცენტრალური ამერიკის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია.

SICA მნიშვნელოვანი რეგიონული გაერთიანება და ცენტრალური ამერიკის ქვეყნების პლატფორმაა, რომელიც, პარტნიორი ქვეყნების ჩართულობით, აქტიურად მუშაობს რეგიონში სტაბილურობის, უსაფრთხოების, კარგი მმართველობისა და  ეფექტური სახელმწიფო სერვისების მიწოდების კუთხით. იგი უზრუნველყოფს წარმატებული რეფორმების კუთხით გამოცდილების გაზიარებას.

აღსანიშნავია, რომ საქართველო, ბოლო წლების განმავლობაში, ხსენებულ რეგიონულ  გაერთიანებასთან  მეგობართა ჯგუფის წევრის სტატუსით თანამშრომლობდა. ბოლო ერთი წლის მანძილზე კი საგრძნობლად გააქტიურდა მაღალი დონის კავშირები, რამაც ხელი შეუწყო საქართველოსთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭებას.

საქართველოს შესაბამისი უწყებების აქტიური ჩართულობით, უკვე გამოიკვეთა თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც საფუძვლად დაედება ორგანიზაციასთან საქართველოს თანამშრომლობის სამოქმედო გეგმას. მათ შორის, გამოითქვა მზაობა საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან SICA-სთვის  გამოცდილების გაზიარების მიმართულებით,  ისეთ სფეროებში როგორიცაა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკა, ანტიკორუფციული მიმართულებით გატარებული ღონისძიებები, მართლმსაჯულების რეფორმა, ელექტრონული მმართველობა, საჯარო მომსახურების მიწოდება და სხვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო  ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან აქტიურად თანამშრომლობს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების გატარებისა და საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით.

 

 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics