05:48 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-15 11:12:47, 895 ნახვა

საზოგადოება
ტაშკენტის ქუჩაზე ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, გამწვანების ზოლი მოეწყო

ტაშკენტის ქ. N25-სა და N27-ის ეზოში, ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, გამწვანების ზოლი მოეწყო.

მოსახლეობასთან ერთად, გამწვანების აქციაში მონაწილეობა საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ და მე-5 ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა საკრებულოში დავით უთმელიძემ მიიღეს. 

„ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, მოსახლეობის თხოვნითა და მათი აქტიური ჩართულობით,აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის სამუშაოები განვახორციელეთ.ეზოში, რომელიც მანამდე ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, სამუშაოების ჩატარების შემდეგ, საკმაოდ დიდი სივრცე გამოჩნდა და გალამაზდა. რაც ყველაზე მეტად მახარებს,ეზო ადგილობრივებთან ერთად გავამწვანეთ“, -განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

აღნიშნულ ეზოში მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, 26 ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა, რის შემდეგაც, თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში,  წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ჩატარდა. ასევე, ეზოში მოეწყო ბორდიური და  950 კვადრატულ მეტრზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო. 

კომპანია „დი-ეჩ-ელის“ მხარდაჭერით, ეზოში სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები დაირგო.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics