11:26 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-14 17:00:23, 1433 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლოში რომ დაუშვებლად გამოცხადდა საქართველოს წინააღმდეგ სარჩელები, პრეცედენტულია

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებითაც დაუშვებლად გამოცხადდა საქართველოს წინააღმდეგ სარჩელები, პრეცედენტულია და მომავალშიც დაგვეხმარება", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, ქართველი მხარე ფაქტებით დაამტკიცებს, თუ რა მოხდა აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიაზე.

 „სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილებები, რომლებითაც დაუშვებლად გამოცხადდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრები, არის, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მით უმეტეს, რომ სტრასბურგის სასამართლო პრეცედენტული სასამართლოა და ის თავის პრეცედენტს ეყრდნობა, როდესაც  ახალშემოსულ საქმეს იხილავს. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებები ჩვენ მომავალშიც დაგვეხმარება, რომ სიმართლემ იზეიმოს. სიმართლე არის ის, რომ ამ ომის დროს ქართველთა ეთნიკური წმენდა ჩატარდა და  არა პირიქით, და რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ფაქტებით დავამტკიცოთ, თუ რა მოხდა აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიაზე, როდესაც ქართული სოფლები დაიცალა და ჩვენ მივიღეთ უფრო მეტი დევნილი; როდესაც ჩვენი ტყვეები შეიპყრეს, აწამეს და არაერთი მათგანი მოკლეს. ამიტომაც ეს, რა თქმა უნდა, არის კარგი ამბავი", − განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics