|
2018-12-14 14:26:16, 994 ნახვა
პოლიტიკა
გოგუაძე: ევროპის სასამართლომ დაადასტურა, რომ აგვისტოს ომის დროს საქართველოს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია
სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად გამოცხადდა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ნინო გოგუაძის განცხადებით, ევროპის სასამართლომ დაადასტურა, რომ აგვისტოს ომის დროს საქართველოს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია. „ცხინვალში მცხოვრები მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ აგვისტოს ომის პერიოდში საქართველომ მათი უფლებები დაარღვია და მიუთითებდნენ სიცოცხლის, საკუთრების უფლების დარღვევაზე, წამების აკრძალვის დარღვევაზე. სასამართლოს პასუხი არის, რომ ეს ჩივილები არის დაუსაბუთებელი და საქართველოს ომის პერიოდში მიმდინარე სამხედრო მოქმედების დროს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია", - განაცხადა ნინო გოგუაძემ. მისივე თქმით, ამ საქმის მიმართ იყო დიდი მოლოდინი. „ევროპის სასამართლოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას საქართველო - რუსეთის ომის საკითხებთან დაკავშირებით, მნიშვნელობა აქვს სხვა საქმეებზეც, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას შეეხება. ეს საქმეები ასევე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანამედროვე საერთაშორისო სამართლის განვითარებაში", - განაცხადა ნინო გოგუაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)