|
2018-12-14 12:24:44, 1084 ნახვა
პოლიტიკა
თელავის მერია გაერთიანებულ ოპოზიციას აქციის ჩატარებას სხვა ადგილზე სთავაზობს
გაერთიანებულ ოპოზიციას თელავში აქციის გამართვაზე უარი ეთქვა, - ამის შესახებ ინფორმაცია თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა დაადასტურა. მერიამ 16 დეკემბერს ინაუგურაციის პარალელურად რუსთაველის ქუჩაზე დაანონსებული აქციისთვის ოპოზიციონერებს ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზა. „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებს უკვე გაუგზავნეს ოფიციალური შეტყობინება, სადაც აქციისთვის 9 აპრილის ქუჩა არის მითითებული. „ჩვენ ვთავაზობთ მათ ალტერნატიულ ადგილს, ვინაიდან ის ადგილი, რომელიც მათ ჰქონდათ მოთხოვნილი, შედის ღონისძიების ერთ-ერთ შემადგენელ ტერიტორიად. იცით, რომ ამ ღონისძიებაში იღებს ძალიან ბევრი უცხოელი დელეგატი მონაწილეობას და თვითონ ის სამსახურები, რომლებიც ახორციელებენ ამ ღონისძიების უსაფრთხოებას და დაცვას, მათთან კონსულტაციის შემდეგ, ვინაიდან ეს ადგილი მოექცა ერთ-ერთ მთავარ ადგილად, სადაც უნდა მოხდეს გადაადგილება ამ დელეგაციების, მათთან კონსულტაციის შემდეგ ჩვენ შევთავაზეთ ალტერნატიული ტერიტორია“, - განაცხადა თელავის მერმა. ცნობისთვის, გაერთიანებულმა ოპოზოციამ მერიას ორი დღის წინ მიმართა და აქციის ჩასატარებლად ტერიტორია ერეკლე მეორის ძეგლსა და მრავალწლოვან ჭადარს შორის პერიმეტრზე თხოვა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)