|
2018-12-14 11:40:56, 971 ნახვა
პოლიტიკა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაცია ეგვიპტეს ეწვია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია მთავრობის თავმჯდომარის, ვახტანგ ყოლბაიას ხელმძღვანელობით ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდა ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საელჩოში, გაიმართა წიგნის „აფხაზეთი, საქართველო: ისტორია, პოლიტიკა და კულტურა" (არაბულ ენაზე) პრეზენტაცია და პრეს-კონფერენცია. ადგილობრივმა ჟურნალისტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების და ქართული მხარის სამშვიდობო ინიციატივების შესახებ. 6 დეკემბერს გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის შეხვედრა „აინ შამსის" უნივერსიტეტის პრეზიდენტთან პროფესორ აბდელ ვაჰაბ ეზასთან და ვიცე-პრეზიდენტთან პროფესორ აბდელ ნასერ ბადავისთან . შეხვედრის დროს საუბარი შეეხო საქართველოს, მათ შორის, აფხაზეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და „აინ შამსის" უნივერსიტეტს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის წევრებმა ასევე შეხვედრა გამართეს კაიროს სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან. გამართული შეხვედრის დროს, რომელშიც ეგვიპტის მხრიდან მონაწილეობდნენ პალატის პრეზიდენტი იბრაჰიმ მაჰმუდ ელარაბი და პალატის მმართველი საბჭოს სხვა წევრები ხაზი გაესვა ბიზნესისა და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის განვითარების და ორმხრივი პროექტების შემუშავების მნიშვნელობას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)