|
2018-12-13 15:48:45, 2098 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი - 2019 წლის ბიუჯეტი შეძლებისდაგვარად, ითვალისწინებს ჩვენი დაუცველი მოსახლეობის ნაწილის ინტერესებს
„მომავალი წლის ბიუჯეტი ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკის ზრდას, ამავდროულად, ბიუჯეტი შეძლებისდაგვარად, ითვალისწინებს ჩვენი დაუცველი მოსახლეობის ნაწილის ინტერესებს“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. ფინანსთა მინისტრის შეფასებით, 2019 წლის ბიუჯეტი არის დაბალანსებული. „საინტერესო განხილვა შედგა. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას, უფრო აქტიური განხილვა გვექნება. ჩვენი სამინისტროს კარი ღიაა დისკუსიებისთვის, გავიაროთ ნებისმიერი პროგრამა, ინიციატივა. 2019 წლის ბიუჯეტი, ეს არის დაბალანსებული ბიუჯეტი, არა ამ სიტყვის კლასიკური გაგებით - მიმდინარე ხარჯებისა და მიმდინარე შემოსავლების დაბალანსებით, არამედ, ზუსტად, ის პოლიტიკური განსხვავებები, ის პოლიტიკური თუ სოციალურ-ეკონომიკური ხედვები, რომელიც ბიუჯეტის განხილვისას მოვისმინეთ, ვფიქრობ, რომ ყველაზე ოპტიმალურად არის შეწონილი ამ ბიუჯეტში. მომავალი წლის ბიუჯეტი ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკის ზრდას, ამავდროულად, ბიუჯეტი შეძლებისდაგვარად, ითვალისწინებს ჩვენი დაუცველი მოსახლეობის ნაწილის ინტერესებს. კიდევ ერთხელ, ვაფიქსირებ, რომ ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვისა და დისკუსიებისთვის", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. ცნობისთვის, 2019 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რომლის საბოლოო ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა წარუდგინა, დეპუტატებმა 91 ხმით დაამტკიცეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)