|
2018-12-13 15:02:35, 2920 ნახვა
მსოფლიო
კარასინი: ვიმედოვნებდით, რომ არჩევნების შემდეგ თბილისის მტრული რიტორიკა შემცირდებოდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეფასებით, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს მტრული რიტორიკა არ შეცვლილა. როგორც კარასინმა ჟენევის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა, „საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ვიმედოვნებდით, რომ ამის შემდეგ თბილისის მტრული რიტორიკა შემცირდებოდა. პირდაპირ ვიტყვი, ეს იმედები სრულებით არ გამართლდა. საქართველოს ახალი წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია კვლავინდებურად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების, რუსეთის ოკუპაციასა და 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების თითქოსდა შეუსრულებლობაში დადანაშაულების პრინციპებზე დგას“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა. კარასინის თქმით, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთი ოსეთის დელეგაციებს მოუწიათ შეეხსენებინათ ოფიციალური თბილისისთვის იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე გასული 10 წლის განმავლობაში განხორციელდა. "აზრთა სხვადასხვაობა იყო და ისევ ვერ მოხერხდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღება", - აღნიშნა კარასინმა და დასძინა, რომ შემდეგი შეხვედრა 2019 წლის მარტში შედგება. გარდა ამისა, კარასინმა განაცხადა, რომ შეხვედრის ყველა მონაწილე, საქართველოს გარდა, შეთანხმდა იმაზე, რომ ე.წ. საზღვრის მიმდებარედ სიტუაცია სტაბილურია.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)