11:26 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-13 12:58:32, 972 ნახვა

პოლიტიკა
ბიურომ პლენარული სხდომის დღის წესრიგი განიხილა

13 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ იმსჯელა პარლამენტის ბიურომ.

წარმოდგენილ დღის წესრიგს რამდენიმე საკითხი დაემატა. მათ შორის კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათაკოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე" პირველი მოსმენით, „ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"კანონპროექტი, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურიწესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც კომიტეტებმა გუშინ განიხილეს, ასევე „საქართველოს 2018წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების  შეტანის თაობაზე" გადამუშავებული ვარიანტი.

დღის წესრიგს დაემატა  პარლამენტის დადგენილების რამდენიმე პროექტი - „საქართველოს და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციასშორის სასესხო შეთანხმების (საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი და ალტერნატიულიენერგიის გამოყენება)" და  „საქართველოს (მიმღები) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას (როგორც E5P დაფინანსებული პროექტის განმახორციელებელი სააგენტო „საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება") შორის საგრანტო შეთანხმების რატიფიცირების შესახებ" პარლამენტის დადგენილების პროექტი.

დღის წესრიგის განხილვის შემდეგ ბიუროს წევრებმა პლენარულ სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს.

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics