2018-12-12 10:53:22, 691 ნახვა
რეგიონი
ფარავნის უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარავნის უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
„რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და ნამქერები) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ93-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - ნათქვამის განცხადებაში.
ავტორი: ,