17:54 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-11 18:12:20, 1317 ნახვა

კომენტარი
მამუკა ბახტაძე - ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე მთის ფაკულტეტი შეიქმნება

მთის განვითარების სტრატეგია მხოლოდ ზოგად თეზისებს არ მოიცავს; მასში გაწერილია ისეთი კონკრეტული პროექტები, როგორიცაა, მაგალითად, წალკის, დმანისისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში რძის გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობა; ყაზბეგში თაფლის წარმოების ხელშეწყობა, ფშავ-ხევსურეთში დაცული ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის წახალისება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთის განვითარების სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა.

გარდა ამისა, პრემიერის თქმით, სტრატეგიაში გათვალისწინებულია მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადება, ტრადიციული ხის ნაკეთობების წარმოების ხელშეწყობა, ტყის ნარჩენების გადამუშავების ხელშეწყობა და ენერგოეფექტური ბრიკეტების და პალეტების წარმოება.

„ტურიზმი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს, რომ საქართველოში მთაში ტურიზმი იყოს ოთხივე სეზონზე, შესაბამისად, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარება თავის მხრივ ხელს შეუწყობს ისეთი კონკრეტული პროექტების განხორციელებას, როგორიცაა, თუშეთში ციხე-სოფელ ძველი დიკლოს აღდგენა, ფარავნის ტბის სათავე ნაგებობის მოწყობა, მესტიისა და უშგულის განახლება, ონში ახალი მუზეუმის მშენებლობა", - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, მამუკა ბახტაძის განმარტებით, მთის სახელმწიფო პოლიტიკის შეუქცევადობის და მომავალში კიდევ უფრო მეტი რესურსის შესაძენად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნება მთის ფაკულტეტი, რომლის სასწავლო პროგრამა იქნება ადეკვატური მსოფლიოს მასშტაბით არსებული სხვა მსგავსი სასწავლო პროგრამებისა და მთის საჭიროებებს და იქ მცხოვრებთა პრობლემებს უპასუხებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics