04:27 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-11 17:03:16, 861 ნახვა

საზოგადოება
თოფურიძის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

ვაშლიჯვარში, თოფურიძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, ასფალტის ახალი საფარი 6 000 კვ.მ ფართობზე დაიგო. აღნიშნულ ქუჩაზე ასევე, მოეწყო ბორდიური და საფეხმავლო ბილიკი.

დასრულებულ პროექტს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საბურთალოს მე-4 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ. 

„ვაშლიჯვარში მასშტაბური პროექტი განხორციელდა. თოფურიძის ქუჩა ძალიან დაზიანებული იყო. შესაბამისად, გზის აღნიშნული მონაკვეთის მოწესრიგება მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საბურთალოს გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მომავალშიც განაგრძობს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ჯეუ გრუპმა“ განახორციელა. აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 586 121  ლარი გამოიყო.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics