04:28 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-11 13:22:48, 967 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ოცამდე საბავშვო ბაგა-ბაღში გარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

თბილისის 20-მდე საჯარო ბაგა-ბაღში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება - გლდანის, საბურთალოს, ნაძალადევის, კრწანისის, ისნისა და დიდუბის რაიონებში მდებარე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ეწყობა სათამაშო მოედნები, სადაც დამონტაჟდება ატრაქციონები და საპარკო სკამები, დაიდგმება საჩრდილობლები, ქვიშის მანეჟები და შეიცვლება დაზიანებული კაუჩუკის საფარი.

მერიის ცნობით, სათამაშო მოედნების მოწყობის პარალელურად, რამდენიმე ბაღის ეზოში დამონტაჟდება გარე განათების სისტემებიც.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განმარტებით, სააგენტო წლის განმავლობაში, ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით აფინანსებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ თუ სარეაბილიტაციო პროექტს.

„სამუშაოები ძირითადად იმ ბაღებში მიმდინარეობს, სადაც თითქმის არ არსებობდა ან სრულად ამორტიზებული იყო გარე ინფრასტრუქტურა. პარალელურად, მიმდინარეობს დაზიანებული სახურავების რეაბილიტაცია, რაც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სააგენტოსთვის. ამ პროექტებისთვის ნოემბრის თვის ხარჯებიდან 400 000 ლარი გამოიყო. სამუშაოები იანვრის შუა რიცხვებში დასრულდება და ახალი სააღმზრდელო წლიდან, ბავშვებს ბაღებში განახლებული ინფრასტრუქტურა დახვდებათ,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics