02:59 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-11 11:15:40, 836 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქში ახალი საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო

„თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქის ცენტრალური ქუჩების მორთვა დაიწყო. ახალი საახალწლო განათებები რუსთაველის, თამარაშვილის, ჩოლოყაშვილის გამზირებზე, ასევე, კოსტავას, ბარათაშვილისა და მელიქიშვილის ქუჩებზე დამონტაჟდება.

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„რუსთაველის გამზირზე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო. აღნიშნული ტერიტორია სრულად განახლდება - დამონტაჟდება ახალი განათებები და მგონია, რომ მოსახლეობა კმაყოფილი დარჩება. დასრულებული სამუშაოების ნახვა უკვე რამდენიმე დღეში იქნება შესაძლებელი, თუმცა ვფიქრობ, განათება საკმაოდ შთამბეჭდავი გამოვა. დედაქალაქის მოსახლეობას ვპირდებით, რომ საახალწლო განწყობას შევუქმნით“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

დღემდე, „თბილსერვის ჯგუფი“ საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების მონტაჟს თბილისის გარეუბნებში ახორციელებდა. აღნიშნულ უბნებში უკვე არსებული სანათი მოწყობილობები დამონტაჟდა, რომლებიც გასულ წელს, ცენტრალურ რაიონებში იყო განთავსებული.

რუსთაველის, თამარაშვილი-ჩოლოყაშვილის გამზირებზე, ასევე, ბარათაშვილის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩებზე ფლეშ სტრინგებთან ერთად, ანგელოზის 3D,  დასადგმელი, ფარდა და სხვა სახის დეკორაციები დამონტაჟდება. რაც შეეხება თავისუფლების მოედანზე არსებულ წმინდა გიორგის მონუმენტს, ის წელსაც განათებებით მოირთვება, რომელსაც ანგელოზის 2D დეკორაცია და ფლეშ სტრინგები დაემატება.

სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი 6 ნოემბერს დაიწყო და დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics