|
2018-12-10 19:14:24, 1489 ნახვა
პოლიტიკა
მაჭავარიანი - საჭიროდ იქნა მიჩნეული, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, ამ სახით არ უნდა არსებობდეს
„ამ ეტაპზე საჭიროდ იქნა მიჩნეული, რომ ამ სახით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი არ უნდა არსებობდეს“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ეს განპირობებულია იმ უფლებამოსილებით, რაც ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტს ექნება. „ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტის უფლებამოსილება შემცირდა. მიმაჩნია, რომ ჩვენ ამ უფლებების ადეკვატური ნაბიჯი უნდა გადავდგათ. ამ ეტაპზე საჭიროდ იქნა მიჩნეული, რომ ამ სახით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი არ უნდა არსებობდეს. თუმცა ვიცი, რომ კონსულტაციები გაგრძელდება და რა სახით ჩამოყალიბდება ეს ნაწილი, საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია. თუმცა, იმ სახით არ უნდა იყოს. როგორც ვიცი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ამას აღიარებს. რაც შეეხება ადმინისტრაციულ ხარჯებს, ამ მიმართულებითაც ველოდებით ხარჯების შემცირებას და ვფიქრობ, ნორმალური და ჯანმრთელი პროცესია, იქნება ეს დანახარჯები დაწყებული შენობის შენახვით, ასევე ადმინისტრაციის და მივლინების, იქაც ადეკვატური უნდა იყოს საშტატო ნუსხა და სხვა ხარჯები“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)