09:35 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-10 15:39:50, 1104 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ნიკოლ ფაშინიანს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში მისი ბლოკის „ჩემი ნაბიჯი" გამარჯვება მიულოცა და მას სახელმწიფოებრივი განვითარების საქმეში შთამბეჭდავი ნაბიჯი უწოდა.

როგორც სატელეფონო საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, სომხეთში ჩატარებული არჩევნების შედეგები დადებითად აისახება სომხეთის მომავალ დემოკრატიულ განვითარებაზე.

საქართველოს პრეზიდენტმა წარმატებები უსურვა ნიკოლ ფაშინიანს იმ რეფორმების გზაზე, რომელიც სომხეთში იგეგმება და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო - სომხეთს შორის ისტორიული მეგობრობა და ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება.

თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანმა გიორგი მარგველაშვილს მადლობა გადაუხადა მილოცვისათვის და იმ პერსონალური წვლილისათვის, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა შეიტანა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების საქმეში და განაცხადა, რომ სომხეთი დიდად აფასებს საქართველოს, როგორც მეგობარი ქვეყნისა და საიმედო პარტნიორის მხარდაჭერას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
თოფურიას დაპირისპირებას პრეზიდენტი ტრამპი და სხვა მაღალჩინოსნები უყურებენ
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ირანი და აშშ მოლაპარაკებებისთვის 60 დღეს გამოყოფენ
აშშ-მ და ირანმა შეთანხმება დადეს, ომი შეწყდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics