09:37 - 15 Jun, 2026
|
2018-12-10 15:14:40, 1436 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი პურის ფასის ზრდაზე - მივმართავ შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ სიტუაცია და მოამზადონ ანგარიში, რასთან გვაქვს საქმე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე შესაბამის პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეხმაურება და შესაბამის ორგანოებს ვითარების უმოკლეს ვადებში შესწავლისკენ მოუწოდებს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა, საქმე გვქონდეს არასამართლიან კონკურენციასთან, რაც დაუშვებელია. „მინდა შევეხო დღევანდელ ინფორმაციას, რომ მოხდება პურის ფასის მკვეთრი ზრდა. არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენ შეიძლება საქმე გვქონდეს არასამართლიან კონკურენციასთან. მინდა შესაბამის ორგანოებს მივმართო, უმოკლეს ვადებში შეისწავლონ ეს სიტუაცია და მოამზადონ ანგარიში რასთან გვაქვს საქმე. საქართველო არის საბაზრო ეკონომიკა, ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა, მაგრამ არასამართლიანი კონკურენციის საშუალებას ვერავის მივცემთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)